სიახლეები

სოფელ მერისში, 8 აგვისტოს ომში დაღუპულ ეროვნულ გმირს ადგილობრივი პატივი მიაგეს title=

სოფელ მერისში, 8 აგვისტოს ომში დაღუპულ ეროვნულ გმირს ადგილობრივი პატივი მიაგეს

დღეს, სოფელ მერისში, რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს დაღუპული ეროვნული გმირის ფრიდონ თურმანიძის ხსოვნას.


მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ქედის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა მაიორმა მუხრან ბერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებმა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა გმირის საფლავი საქართველოს დროშით, გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.



 
 

სხვა სიახლეები