ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან სულიკო სურმანიძსთან, მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან რევაზი ვარშანიძესთან და მაჟორიტარ ლევან ვერძაძესთან ერთად ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 750 000 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 361 868 ლარის ღირებულების 731 გარეგანათების ბოძის მოწყობა და 298 920 ლარის ღირებულების 1 166 კუბი მზა ბეტონის შეძენა.
ასევე, აღნიშნული პროგრამით განხორციელდება ორი წისქვილის რეაბილიტაცია, არხის მშენებლობა და სასაფლაოს შემოღობვა.
ამ ეტაპისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების 80 % უკვე შესრულებულია.