ქედის მუნიციპალიტეტის გერბი (მარცხენა) და დროშა (მარჯვენა).
ქედის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად. I ნაწილი – მეწამული ველის თავში მოთავსებულია ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, მის ქვემოთ ოქროს ხიდი, რომლის კიდეები ეხება ველის მარჯვენა და მარცხენა კიდეებს, ხიდის ქვემოთ სამი შემცირებული ოქროს სარტყელი. II ნაწილი –ზურმუხტოვან ველზე ოქროს ვაზი ფესვებით, სამი ნაყოფით (ყურძნის მტევნით) და სამი ფოთოლით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხესიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაბთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ქედა“.
ქედის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი მეწამულ და მწვანე ველებად. მეწამული ველის ზედა ნაწილში გამოსახულია ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, რომელიც ზომით დროშის სიმაღლის 2/7-ია და ზედა კიდეს დაშორებულია 1/7-ით.
დროშის პროპორციაა 2:3.
თუ გაქვთ სურვილი გამოიყენოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა, გთხოვთ გვაცნობოთ ამის შესახებ და მოგაწოდებთ მათ მაღალი რეზოლუციის ფორმატში.