ც ნ ო ბ ა

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ


ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის. დაბა ქედა მერაბ კოსტავას ქუჩა №3, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული) მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.

საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (თავმჯდომარე - ამირან წულუკიძე). (მის: დაბა ქედა მ.კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;).

მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2022 წლის 21 ნოემბრის დღის 18:00 საათამდე საკრებულოს აპარატში.

საკრებულოს დარგობრივი კომისიები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით თავიანთ დასკვნებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას წარუდგენენ არაუგვიანეს 23 ნოემბრისა, ხოლო კომისიების სხდომები ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით:

  • სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისის სხდომა - 22 ნოემბერი, 12:00 სთ. (მის: დაბა ქედა მ.კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი);
  • სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა - 22 ნოემბერი, 14:00 სთ. (მის: დაბა ქედა მ.კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი);
  • სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია - 22 ნოემბერი, 15:00 სთ. (მის: დაბა ქედა მ.კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი);
  • ქონების მართვის და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია - 22 ნოემბერი - 16:00 სთ. (მის: დაბა ქედა მ.კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი);
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა - 24 ნოემბერი, 16:00 სთ. (მის: დაბა ქედა მ.კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).

განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2022 წლის 23 დეკემბერს დღის 16:00 საათზე (მის: დაბა ქედა მ.კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).

„ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2022 წლის 30 დეკემბერი.