პროგრამის დასახელება: მონაწილეობითი ბიუჯეტი
კოდი: 01 02 02
ბიუჯეტი: 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი
პროგრამის განმახორციელებელი: ქედის მუნიციპალიტეტის მერია
პროგრამის აღწერა: ქედის მუნიციპალიტეტის მერია მონაწილეობით ბიუჯეტში 2018 წლის ბოლოს ჩაერთო.
2022 წელს ქედის მუნიციპალიტეტი მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს. პროეგრამას მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტი. საინფორმაციო კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების ტალღა“ ახორციელებს.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი:
მიზანი: მონაწილეობითი ბიუჯეტი (თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება), რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიური დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციასა, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და წარმოადგენს მასსა და მოსახლეობას შორის დემოკრატიულ დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს.
შედეგი: ჩართული მოსახლეობის რაოდენობა
დაგეგმე! შეცვალე! გახადე უკეთესი!
მონაწილეობითი ბიუჯეტი შესაძლებლობას გაძლევთ, თავად გადაწყვიტოთ, რა პროექტი განხორციელდეს თქვენს დასახლებაში! პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ:
წარადგინოთ საკუთარი საპროექტო იდეა და კენჭისყრის გზით თავად გადაწყვიტოთ, თუ რომელი საპროექტო იდეა განხორციელდეს.
საპროექტო იდეის წარდგენა შეგიძლიათ:
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს 14 წლის ზემოთ, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ წარდგინოთ პროექტი როგორც მარტომ, ისე თქვენს თანამოაზრეებთან ერთად (განაცხადის ფორმა)!
როგორ მოხდება საპროექტო იდეების რეგისტრაცია?
სპეციალურად შემუშავებული განაცხადის ფორმის საშუალებით, საპროექტო იდეის რეგისტრაცია შესაძლებელია:
- ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში;
- მერის წარმომადგენლების ოფისებში;
- ელექტრონულ ფოსტაზე: kedamunicipality@gmail.com;
- ოფიციალურ ვებგვერდზე www.keda.gov.ge;
- Facebook-ის გვერდზე: იყავი თვითმმართველი;
- ,,განვითარების ტალღის" ოფისში. მის. დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის #10;
- ,,განვითარების ტალღის" მიერ თემში მივლინებულ კონსულტანტებთან;
- facebook - ის გვერდზე: იყავი თვითმმართველი/Participatory Budget in Keda
მთლიანი პროცესის შესახებ დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს გაუწევს თემის კონსულტანტ / მობილიზატორები:
ადმინისტრაციული ერთეულები |
მობილიზატორის სახელი გვარი |
საკონტაქტო ინფორმაცია |
დანდალოს |
თამარ გოგიტიძე |
577 12 34 55 |
ლერი ბერიძე |
577 76 59 99 |
|
ცხმორისის |
მადონა ფალავანდიშვილი |
557 17 16 59 |
|
|
|
წონიარისი |
აზნაურიშვილი ნიკა |
557 10 21 71 |
ზვარე |
მარიამ დუმბაძე |
|
დაბა ქედა |
გიორგი შავლიძე |
591 98 08 06 |
ლილიკო ტაკიძე |
555 75 60 12 |
|
ნათია ხაბაზი |
591 98 07 37 |
|
მერისი |
ჯაბა ლორთქიფანიძე |
577 10 48 33 |
ოქტომბერი |
რამაზ თურმანიძე |
577 10 48 20 |
პირველი მაისი |
ილონა შავლიძე |
591 98 85 50 |
მახუნცეთი |
|
|
ნანა გვარიშვილი |
577 65 31 03 |
|
დოლოგანი |
ეკატერინე ბარამიძე |
591 984 984 |
საპროექტო იდეების მიღება მოხდება 2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით!
გაითვალისწინეთ, რომ:
- თითოეული საპროექტო იდეის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თქვენი სოფლისთვის განკუთვნილ თანხას. იხილეთ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხების განაწილება დასახლებული პუნქტების მიხედვით;
- საპროექტო იდეა უნდა შედიოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში.
- პროექტის იდეა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.
- პროექტის იდეა არ უნდა იყოს ორიენტირებული ერთი პირის, ან ბიზნესინტერესებზე.
მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო მოახდენს საპროექტო იდეების ტექნიკურ შერჩევას (სამართლებრივ და ფინანსურ შეფასება), რის შემდეგ პროექტის ავტორებს ეცნობებათ გადაწყვეტილება.
მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, იდეის ავტორს ექნება შესაძლებლობა აწარმოოს აქტიური საინფორმაციო კამპანია მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით.
იდეების რეგისტრაციის შემდგომ მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო მოახდენს საპროექტო იდეების ტექნიკურ გადარჩევას (სამართლებრივ და ფინანსურ შეფასებას) და მეორე ეტაპზე გადასული იდეების ავტორებს აცნობებს სმს შეტყობინებით.
მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, იდეის ავტორს განსაზღვრულ ვადაში ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს აქტიური საინფორმაციო კამპანია მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით.
უნდა გახსოვდეთ, რომ:
1. თქვენ წარადგენთ მხოლოდ საპროექტო იდეას და არა პროექტს;
2. თქვენ არ გევალებათ არც ზუსტი პროექტის შედგენა და არც დეტალური ხარჯთაღრიცხვის გაკეთება;
3. საპრექტო იდეის წარდგენის შემდეგ, მისი დაზუსტების მიზნით, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტებთან მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოში;
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებთ თქვენ!
გამარჯვებული საპროექტო იდეა კენჭისყრის მეშვეობით გამოვლინდება!
ხმის მიცემის პროცესში ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებს შეეძლებათ ხმა მისცენ მხოლოდ ერთ საპროექტო იდეას.
იდეების შესარჩევი კენჭისყრა გაიმართება საარჩევნო უბნებში. საარჩევნო თარიღები მოსახლეობას ეცნობება წინასწარ.
იდეის გამარჯვების შემთხვევაში, შეგეძლებათ, სრულად გააკონტროლოთ პროექტის განხორციელების პროცესი!
არ თქვა უარი ამ შესაძლებლობაზე! ჩაერთე პროცესში, დაგეგმე, როგორ განვითარდეს შენი დასახლება, შეცვალე და გახადე უკეთესი შენი საცხოვრებელი გარემო!
იხილეთ განაცხადის ფორმა
პ.ს პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ -ის მხარდაჭერით.