სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში სოფელი დანდალოს და ცხმორისის სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.


დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდი ბერიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან, ცხმორისის და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად დასრულებული სპორტული მოედანი დაათვალიერა და დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდი ბერიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან, ცხმორისის და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად დასრულებული სპორტული მოედანი დაათვალიერა და პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად ბურთები გადასცა.

პროექტის ფარგლებში სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, მოეწყო სექციური ღობე, ხელოვნური საფარი, სანიაღვრე არხი და დამონტაჟდა განათების სისტემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის ასევე, კალათბურთის სათამაშოდ. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 258 026 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში ორი ახალი სპორტული მოედანი შენდება და ოთხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაბა ქედაში სახოკიას ქუჩაზე და სოფელ ცხემნაში ახალი სპორთული მოედანი და სკვერი შენდება. სოფელი ცხმორისის და სოფელი დანდალოს სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო ამ ეტაპისთვის მიმსდინარეობს სოფელი კოლოტაურის და ზესოფლის სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.