დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი. ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული იქნა დადგენილებისა და განკარგულების პროექტები: ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ასევე, ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი და საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი.
გარდა ამისა, განხილულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2026 წლის II კვარტლის შესრულების ანგარიში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2025 წლის ანგარიში და ა(ა)იპ ქედის სახელოვნებო სკოლის 2025 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
ანონსი - საკრებულოს N01-06/09 მორიგი სხდომა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/09 მორიგი სხდომა გაიმართება 2026 წლის 31 ივლისს 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ იმ საკითხებზე, რომლებიც ოთხივე მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე განიხილეს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა 2026 წლის 31 ივლისს, 12 საათზე გაიმართება.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.
დღეს მუდმივმოქმედი კომისიის სხდომები გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრთა უმრავლესობამ განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარეები უძღვებოდნენ.
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი და ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული იქნა განკარგულების პროექტი: „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2026 წელში განსახორციელებელი ღონისძიებათა დამტკიცების შესახებ“.
ანონსი - საკრებულოს N01-06/08 მორიგი სხდომა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/08 მორიგი სხდომა გაიმართება 2026 წლის 10 ივლისს 14:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი და ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული იქნა დადგენილებისა და განკარგულების პროექტები: ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ 2025 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის პროექტი; ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი; ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის პროექტი. ასევე, ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი და უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტი.
ასევე განხილულ იქნა: შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ 2025 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში, ა(ა)იპ ,,ბავშვთა საფეხბურთო კლუბი ქედა“-ს 2025 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში.
საკრებულომ დაამტკიცა მუდმივმოქმედი კომისიების 2026 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმები.
ანონსი - საკრებულოს N01-06/07 მორიგი სხდომა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/07 მორიგი სხდომა გაიმართება 2026 წლის 26 ივნისს 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომები გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთივე მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრთა უმრავლესობამ განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარეები უძღვებოდნენ.
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი და ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული იქნა განკარგულებისა და დადგენილების პროექტები: ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეების უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭების შესახებ;
ასევე განხილულ იქნა: ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2026 წლის I კვარტლის შესრულების ანგარიში; ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრის მიერ 2025 წელს ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში და ა(ა)იპ ქედის ისტორიული მუზეუმის მიერ 2025 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიში.






