ცივასულას ციხე მე-11-მე-12 საუკუნეებში საღორეთისა და აგარისწყლის შესართავთანაა აგებული. ცენტრალური გზიდან 0,5 კმ. მდებარეობს და მისი ფართობი 400 მ. შეადგენს. ციხის ძირითადი ფუნქცია აჭარისწყლის ხეობასა და აგარისწყალზე გამავალი გზების გაკონტროლება იყო. გადმოცემა ციხისა და სოფლის სახელწოდებას მისი მფლობელის – ცივაძეების გვარს უკავშირებს.