გულების ციხე ქედის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფლის თავში მდებარე მთაზეა განლაგებული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ფერადი კერამიკის ფრაგმენტები, რომლებიც XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ციხის კედლების დიდი ნაწილი საძირკვლის დონემდეა დასული.