დღეს, მერის სათათბირო ორგანოს - მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ჯემალ ტაკიძე თავმჯდომარეობდა.
სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე ესწრებოდნენ.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს GIZ-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SPGs goal16) შესაბამისად" პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და შემოსული იდეები.
სულ, 2021 წლის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფლიდან ჯამში 232 იდეა დაარეგისტრირეს, მათგან 15 პროექტს უარი ეთქვა, ხოლო ნაწილ იდენტურ პროექტებზე გაიცა რეკომენდაცია ავტორებთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, გაერთიანდეს იდეები კენჭისყრაზე წარსადგენ ბიულეტენში.
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე ასლან ჭანიძემ, სხდომაზე წამოაყენა წინადადება დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კერძოდ, გაჩნდეს ჩანაწერი საბჭოში წარმოდგენილნი იყვნენ გენდერის და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე პირები, ასევე ხაზი გაესვა საბჭოს საქმიანობის უფრო მეტად საჯაროობის აუცილებლობას.
საბჭოს წევრებმა იდეების კენჭისყრის თარიღად 2021 წლის 2-3-4 ივლისი განსაზღვრეს.
კენჭისყრის პროცედურებზე დეტალურ ინფორმაციას, საბჭო უახლოეს პერიოდში, პროაქტიულად გამოაქვეყნებს.