ციფრული წიგნიერების ცენტრში, დღეს მობილიზატორებისთვის მორიგი ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგები პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პროგრამის მომდევნო ეტაპი - საპროექტო იდეების წარმოდგენის, რეგისტრაციისა და კონსულტირების პროცესი.