10 მაისი 2022
„მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანია კარდაკარის პრინციპით დაიწყო.
საინფორმაციო კამპანიას ტენდერში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების ტალღა“ ახორციელებს. კამპანიაში ჩართული არიან კონსულტანტები და მოხალისეები, რომლებიც კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას პროგრამის შესახებ.
პროექტები ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინასდება, რომელიც გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და წელს აღნიშნული პროგრამისთვის 1 500 000 ლარია გამოყოფილი.
იდეების რეგისტრაცია დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია შეგიძლიათ აქ
- მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.keda.gov.ge;
- ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში;
- მერის წარმომადგენლების ოფისებში;
- ელექტრონულ ფოსტაზე: kedamunicipality@gmail.com
- „განვითარების ტალღის“ ოფისში. მის: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის #10;
- „განვითარების ტალღის“ მიერ თემში მივლინებულ კონსულტანტებთან.
- Facebook-ის გვერდზე: იყავი თვითმმართველი/Participatory Budget in Keda
იდეების კენჭისყრა გაიმართება 17,18 და 19 ივნისს.
პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.