3 ივნისი 2022
დაარეგისტრირე შენი იდეა 10 ივნისამდე!
ქედის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამის ფარგლებში პროექტების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს.
თუ გსურს ჩაერთოთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, წარმოადგინე შენი იდეა 10 ივნისამდე, შემდეგ მისამართებზე:
მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.keda.gov.ge;
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში;
მერის წარმომადგენლების ოფისებში;
ელექტრონულ ფოსტაზე: kedamunicipality@gmail.com
„განვითარების ტალღის“ ოფისში. მის: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის #10;
„განვითარების ტალღის“ მიერ თემში მივლინებულ კონსულტანტებთან.
Facebook-ის გვერდზე: იყავი თვითმმართველი/Participatory Budget in Keda
იდეების კენჭისყრა გაიმართება 17,18 და 19 ივნისს.
,,მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარია გამოყოფილი.