6 აპრილი 2026
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
დღეს, შეხვედრები დანდალოს, ცხმორისის, მახუნცეთის და დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
სოფლის კრებებს ესწრებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის და საკრებულოს მოადგილეები, საკრებულოს დეპუტატები და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.