ქედის მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის ,,მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში" ფარგლებში, საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე GITA-ს 2026 წლის პროგრამების გაცნობა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულად გამოსცადეს 3D მოდელირების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდები, რაც მათ ინოვაციური მიმართულებებისადმი ინტერესის გაღრმავებაში დაეხმარა.
ღონისძიება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.