24 დეკემბერი 2025
ქედის მუნიციპალიტეტში, მათემატიკის კონკურსში ,,ლაბირინთი” გამარჯვებული მოსწავლეების და მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების V - X კლასის მოსწავლეები ღებულობდნენ მონაწილეობას.
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ და ქედის რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა დააჯილდოვა.
ღონისძიება, ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.