დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მერმა მოისმინა ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობისათვის სახნავ-სათესი მიწების უფასოდ დამუშავების და მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სოციალური, ჯანდაცვის პროგრამების, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების და სამომავლო გეგმების შესახებ.