ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.

მუნიციპალიტეტის მერმა საქართველოს პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან და ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრებთან ერთად, მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.