ქედის მუნიციპალიტეტის მერია მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ერთჯერადი სტიპენდიის გაცემას იწყებს.
სტუდენტს, რომელიც სწავლობს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი, ორდინატურა, რეზიდენტურა) და აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (91-დან 100 ქულის ჩათვლით), წლის განმავლობაში ორჯერ (პირველი და მეორე სემესტრი), წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ჩაერიცხება სტიპენდია ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით.
2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგის მონაცემებით, სტუდენტებმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში 2025 წლის 1-ელ ოქტომბრამდე.
განცხადება მერის სახელზე;
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სასწავლებლის ცნობა მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ;
საინფორმაციო ბარათი იუსტიციის სახლიდან (სტუდენტი უნდა იყოს რეგისტრირებული ქედის მუნიციპალიტეტში);
სტუდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი ბეჭდით დამოწმებული;
ცნობა სკოლიდან, რომლითაც დასტურდება, რომ მოსწავლე ბოლო ორი წელი სწავლობდა ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლაში.