15 იანვარი 2026
ქედის მუნიციპალიტეტის მერია 2026 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 17 პროგრამას განახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 4 031 600 ლარს შეადგენს.
ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება;
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა;
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის;
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა;
ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიტუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება;
ოთხ და მეტ შვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ჰემოდიალეზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობა;
სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა;
მოვლის საჭიროების მქონე პირთათვის ფინანსური დახმარება;
0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე სპეციალური სამკურნალო კვების პროდუქტების შესაძენად ფინანსური დახმარება;
საქმიანობათა ცენტრი ქედაში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის;
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე (ბინის ქირით უზრუნველყოფა) ფინანსური დახმარება;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე და მარჩენალდაკარგულ პირებზე ფინანსური დახმარება;
შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა.