10 ივლისი 2026
ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრს ეწვივნენ.
ინკლუზიური ცენტრის საქმიანობას და სპეციალური პროგრამების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე.
შეხვედრას ასევე, დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ესწრებოდა.
„ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრი განსაკუთრებული მოდელია, რომელიც საჯარო სკოლაშია ინტეგრირებული. ის არა მხოლოდ კონკრეტული სკოლის ბენეფიციარებს ემსახურება, არამედ სრულად მოიცავს მთელ მუნიციპალიტეტს. ცენტრის საქმიანობის განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ ფსიქო-ემოციური სტრესის მართვისთვის არტ თერაპიული მიდგომები გამოიყენება, რომელიც ცენტრის ბენეფიციარების განვითარებას უწყობს ხელს.
ინკლუზიური განათლების ცენტრში სტუმრობისას პარლამენტის წევრებმა ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნახატები, თექის და გობელენის ნამუშევრები დაათვალიერეს.