დღეს, მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძემ, სასწავლო 2024-2025 წლის დაწყება აღსაზრდელებს, მასწავლებლებს და მშობლებს წონიარისის საბავშვო ბაღიდან მიულოცა.

ღონისძიებას ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აიშე თებიძე და ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი ესწრებოდა.
წელს, ქედის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 100 - მდე აღსაზრდელი პირველად შეაღებს ბაღის კარს.