9 მაისი 2025
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის დელეგატ აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მეორე მსოფლიო ომში ქედიდან 800-მდე ადამიანი იბრძოდა.