18 დეკემბერი 2025
დღეს, დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ტრენინგი თემაზე: ,,ურთიერთობები და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ გაიმართა.
ტრენინგის მიზანია ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, სწორი კომუნიკაციის დამყარება და შესაბამისი უნარების განვითარება.
ტრენინგს მოწვეული ტრენერი, კლინიკური ფსიქოლოგი რუსუდან გოგიავა უძღვებოდა.
ღონისძიება, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.