ქედის მუნიციპალიტეტში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დახმარების პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ოთხ ობიექტზე განხორციელდა. ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩა N24-ში და წერეთლის ქუჩა N10 - ში. ასევე, რეაბილიტირდა სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი სოციალური სახლის ფასადი;

განხორციელდა დაბა ქედაში, აღმაშენებლის N12 - ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია.