სხდომაზე მოისმინეს და ცნობად მიიღეს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის, გოჩა ჟღენტისთვის, გარდაცვალების გამო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა „ქედის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული.
წარმოდგენილი ცვლილებებით ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 150 600 ლარით გაიზარდა და 26 810 000 ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტით ინფრასტრუქტურული პროქტები და ჯანდაცვის პროგრამები დაფინანსდება.
სხდომაზე მესამე საკითხად განხილული და ერთხმად იქნა მიღებული „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
საკრებულომ ასევე მოისმინა და დადებითად შეაფასა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2023 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, ასევე შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიიღო ცნობად.
სხდომაზე ბოლო საკითხად განხილულ და ერთხმად იქნა მიღებული ,,მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. აღნიშნული წესის მიზანია მუნიციპალიტეტში არსებული სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების წახალისება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
26 ივლისი 2024