2024 წლის 28 ივნისს მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/07 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 13 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული:
საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას განახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (თავმჯდომარე - ამირან წულუკიძე). (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;).
დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2024 წლის 23 ივლისის დღის 18:00 საათამდე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში.
განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2024 წლის 24 ივლისს დღის 12:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).
„„ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 26 ივლისი.
საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით მიიღო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის მე-3 ქუჩის გაგრძელების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
სხდომაზე მესამე საკითხად დადებითად შეაფასეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის 2023 წლის ანგარიში.
სხდომაზე ბოლო საკითხად მოისმინეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული საკრებულოს მიერ.