დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ განხილულ იქნა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რომელიც ეხებოდა - ააიპ „ ქედის სახელოვნებო სკოლის“ და შპს სარაგბო კლუბ „ფირალების’’ მიერ 2024 წელს გაწეულ საქმიანობას.