დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი და ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული იქნა განკარგულებისა და დადგენილების პროექტები: ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეების უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭების შესახებ;
ასევე განხილულ იქნა: ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2026 წლის I კვარტლის შესრულების ანგარიში; ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრის მიერ 2025 წელს ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში და ა(ა)იპ ქედის ისტორიული მუზეუმის მიერ 2025 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიში.