დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული იქნა დადგენილებისა და განკარგულების პროექტები:

დადგენილების პროექტი - „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, ასევე, განხილულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2025 წლის ანგარიში.