22 აპრილი 2026
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება!
დედამიწის დღესთან დაკავშირებით დაბა ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მოადგილეებმა მწვანე ნარგავები დარგეს.
ქედაში ასევე გაიმართა დასუფთავების აქცია. აქციაში აქტიურად ჩაერთნენ საკრებულოს წევრები, საჯარო მოხელეები, მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.