დღეს, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა (EN)

დღეს, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა (EN)

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ და კონკურსში გამარჯვებული იდეების ავტორებმა თანამშრომლობის ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის  მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციის წევრებთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში  ძმები ავალიანების მარანი დაათვალიერა (EN)

2023 წელს ყურძნის გადამმუშავებელმა საწარმომ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დავის სამინისტროს პროგრამის „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში მიიღო 250 000 ლარის თანადაფინანსება. ამასთანავე, საწარმო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტომ 500 000 ლარით დააფინანსა.

ქედის მუნიციპალიტეტში, სასადილოსა და კოსლითავის მთაში მემთეურებისთვის  უფასო სამედიცინო კვლევების აქცია ჩატარდა (EN)

ქედის მუნიციპალიტეტში, სასადილოსა და კოსლითავის მთაში მემთეურებისთვის უფასო სამედიცინო კვლევების აქცია ჩატარდა (EN)

მოიალაღეებს, უფასო კონსულტაციები და კვლევები ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტებმა ჩაუტარეს. ბენეფიციარებს ადგილზე გაეწიათ ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგისა და ექოსკოპიური კვლევის სპეციალისტის მომსახურება.

ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, კომისიის წევრებთან ერთად, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის იდეის ავტორებს გაესაუბრა (EN)

ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, კომისიის წევრებთან ერთად, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის იდეის ავტორებს გაესაუბრა (EN)

გასაუბრების ეტაპი 22-მა ბენეფიციარმა გაიარა. საკონკურსო კომისიის მიერ დადებითად შეფასებული პროექტები, რომელთა იდეის ავტორებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება. შემდგომ ეტაპზე, კომისია მოიწვევს გამარჯვებული იდეის ავტორებს ხელშეკრულების გასაფორმებლად, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის დაფინანსების და განხორციელების პროცესი.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში, წარმომადგენელთან და სპეციალისტებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა (EN)

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში, წარმომადგენელთან და სპეციალისტებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა (EN)

შეხვედრაზე იმსჯელეს თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების და ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ.

ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრს ეწვივნენ (EN)

დელეგაციასთან ერთად, ინკლუზიური ცენტრის საქმიანობას და სპეციალური პროგრამების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე.

ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა გაიმართა (EN)

ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა გაიმართა (EN)

სხდომას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ესწრებოდა, რომელმაც საბჭოს წევრებს ცვლილებების და სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ქედის მუნიციპალიტეტში საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო (EN)

ქედის მუნიციპალიტეტში საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო (EN)

პროგრამის ფარგლებში მგზავრთა გადაყვანა ორი მიმართულებით სარიჩაირისა და გომის მთის იალაღებზე განხორციელდება. ტრანსპორტირება დღეს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, მეორე გასვლითი სამუშაო შეხვედრა ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა (EN)

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, მეორე გასვლითი სამუშაო შეხვედრა ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა (EN)

შეხვედრა ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენელთან და სპეციალისტებთან გაიმართა, რომელსაც პირველ მოადგილე იმედა ვასაძე და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი რამაზ ალიქაძე ესწრებოდა.

ქედის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგით 217-ე სხდომა გაიმართა (EN)

ქედის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგით 217-ე სხდომა გაიმართა (EN)

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს. მათ შორის, სტატუსის მინიჭების 11 განაცხადი, რომელზეც გაიცა დადებითი რეკომენდაცია, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.