ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ , პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად, ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, წარმომადგენელთან და სპეციალისტებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა (EN)
შეხვედრაზე იმსჯელეს თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ.
ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე მთა ნაკონაღვარზე მემთეურებს შეხვდა (EN)
ქედის მუნიციპალიტეტში, მთა დიდვაკეზე ახალგაზრდებისთვის ღონისძიება გაიმართა (EN)
ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად დაესწრო. მერი გაეცნო ახალგაზრდების იდეებს და საჭიროებებს, ასევე უპასუხა მათთვის საინტერესო კითხვებს.
ქედის მუნიციპალიტეტში, სასადილოს მთაზე შუამთობის ღონისძიება გაიმართა (EN)
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, ფრიდონ თურმანიძის ხსოვნას პატივი მიაგეს (EN)
გმირის საფლავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებმა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა და გმირის თანამებრძოლეებმა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა (EN)
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან 15 ივლისს საპროგნოზოდ მიღებული ძირითადი პარამეტრების გათვალისწინებით, 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვარიანტი.
ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული და ტურისტული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით, ლაშქრობა მოეწყო (EN)
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ ატრაქციონების და ტრენაჟორების მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა (EN)
სოფლებში ატრაქციონებისა და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცეების შექმნას. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ხოლო ბავშვებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქმნება დამატებით, კომფორტული და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეები, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სოფლებში ცხოვრების ხარისხსა და დასვენების შესაძლებლობებს.
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა (EN)
აღნიშნული სამუშაოები მერთან ერთად, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ, დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა რუსლან ბალაძემ, საკრებულოს დეპუტატებმა ანზორ გოგიაშვილმა და ზვიად არძენაძემ დაათვალიერა.
დღეს, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა (EN)
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ და კონკურსში გამარჯვებული იდეების ავტორებმა თანამშრომლობის ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი.









