დღეს, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ და კონკურსში გამარჯვებული იდეების ავტორებმა თანამშრომლობის ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი.
პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს წარმოდგენილი 23 ბიზნეს-იდეიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსება 7- მა საუკეთესო ბიზნეს-იდეამ მოიპოვა.
პროგრამის განხორციელების მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, მათი ეკონომიკური აქტივობისა და სამეწარმეო ინიციატივების წახალისება, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაფართოება, ასევე მეწარმე ქალთა რაოდენობის ზრდა, რაც მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას.