10 August 2024
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ გომის მთაში ქედელ მოიალაღეებს ,,შუამთობა“ პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროს ეკატერინე ქაჯაიასთან, ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრის დირექტორ ჯამბულ სურმანიძესთან, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ქედის მუნიციპალური განყოფილების უფროსთან მაიორ მუხრან ბერიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.
ღონისძიებაში ცხმორისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფესვები" ღებულობდა მონაწილეობას.