10 August 2026
ქედის მუნიციპალიტეტში, მთა დიდვაკეზე ახალგაზრდებისთვის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად დაესწრო. მერი გაეცნო ახალგაზრდების იდეებს და საჭიროებებს, ასევე უპასუხა მათთვის საინტერესო კითხვებს.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები ჩაერთნენ სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით აქტივობაში.
ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა შეექმნათ სასიამოვნო და დაუვიწყარი მოგონებები.