30 June 2026
ქედის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგით 217-ე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს. მათ შორის, სტატუსის მინიჭების 11 განაცხადი, რომელზეც გაიცა დადებითი რეკომენდაცია, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
სხდომაზე ,ასევე ქედის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილი 407 საკითხი მიიღეს ცნობად.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომას საბჭოს თავმჯდომარე ბადრი სურმანიძე უძღვებოდა.