15 April 2026
ქედის მუნიციპალიტეტში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ მხატვრული კითხვის კონკურსში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 40 მოსწავლე მონაწილეობდა.
კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები 23 აპრილს სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.