5 August 2026
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან 15 ივლისს საპროგნოზოდ მიღებული ძირითადი პარამეტრების გათვალისწინებით, 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვარიანტი.
სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება ქედის მუნიციპალიტეტის 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტში.