დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა.

მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან მამუკა თურმანიძესთან და ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან აიშე თებიძესთან ერთად, აღსაზრდელებს, მასწავლებლებს და მშობლებს სააღმზრდელო პროცესის განახლება ვაიოს ბაგა-ბაღში ბაღში მიულოცეს.

წელს, ქედის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 348 აღსაზრდელი ირიცხება.